თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შრი–ლანკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთსა და საქართველოში ბარათი ვიჯერატნე ეწვია

2013 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ერთმანეთს შეხვდნენ შრი–ლანკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთსა და საქართველოში ბარათი ვიჯერატნე და თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, უფროსის მოადგილე, პროფესორი დავით თოფურია და მთავარი სპეციალისტი, პროფესორი ლევან ბენაშვილი.

     

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შრი–ლანკას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე, უნივერსიტეტში არსებულ უცხოენოვან სექტორზე და სასწავლო პროგრამებზე. 

ვიზიტის დასასრულს, შრი–ლანკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთსა და საქართველოში ბარათი ვიჯერატნე შეხვდა და გაესაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი სექტორის შრი–ლანკელ სტუდენტებს.