“სტუდენტები მომავლისთვის” – საქართველოს 13 უნივერსიტეტი ერთი საერთო საქველმოქმედო იდეის ირგვლივ ერთიანდება

 

2013 წლის 3 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით,  13 უმაღლესი სასწავლებელი ერთი საერთო საქველმოქმედო იდეის ირგვლივ გაერთიანდა და მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ:

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა, მამა ზურაბ ცხოვრებაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, ფონდ "იავნანას"  აღმასრულებელი დირექტორი გურამ ახალაია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თსსუ–ის, საუნივერსიტეტო კლინიკებისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ფონდ „იავნანას“ ბაზაში არსებული ოჯახები და სტუდენტები.

საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, ფონდ „იავნანას“ ბაზაში არსებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის ზურაბ ორჯონიკიძის განცხადებით გაეწევათ უფასო პედიატრიული და სტომატოლოგიური კონსულტაციები თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

შემოსული თანხა სტუდენტებმა გადაურიცხეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ბაზაში არსებულ ხუთ ოჯახს.