„სუამის ახალგაზრდული ფორუმი – „გამოწვევები და შესაძლებლობები

2013 წლის 2-3 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიხსნა  „სუამის ახალგაზრდული ფორუმი" – „გამოწვევები და შესაძლებლობები". ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპატიო სტუმრებმა: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგი ხლუშჩენკომ და სუამ-ის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდავეთის ახალგაზრდობის საქმეებზე პასუხისმგებელი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია  5 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობდა ფორუმში. მათ შორის ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია“ (EMSA-TBILISI), რომელსაც თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია წარმოადგენდა.

სუამ–ის ქვეყნების ახალგაზრდული ფორუმის მთავარი მიზნები და ამოცანებია: