თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გენერალური ასამბლეა

2013 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის „ცისფერ დარბაზში“ ჩატარდა თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გენერალური ასამბლეა. სადაც შეჯამდა გასული წლის აქტივობები, განხორციელებული პროექტები და მიღწევები. ღონისძიებაზე სამეცნიერო საზოგადოების მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ფოჩხუამ მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა სამეცნიერო საზოგადოების წევრებს გვერდში დგომისთვის.

ღონისძიებაზე  განიხილეს საზოგადოების რეორგანიზებული სტრუქტურა, (რომელიც მოიცავს მიმართულებებისა და სექტორების შექმნას სასწავლო დისციპლინების მიხედვით) დაისახა სამოქმედო გეგმები, პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, დაიგეგმა, როგორც შემეცნებითი, თეორიული სემინარ-ტრეინინგები, ასევე კლინიკური ცოდნისა და გამოცდილების ასამაღლებლად პრაქტიკული სამუშაოები. 

გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ახალი პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს წევრები შემდეგი შემადგენლობით:

პრეზიდენტი მიხეილ ჯანჯღავა;  

ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე კალაძე; 
გენერალური მდივანი ნინო ჭიღლაძე;  
კადრების უზრუნველყოფასაიდ აჯიანცი; 
საბაზისო მედიცინის  მიმართულება  I მარიამ ოხანაშვილი;  
საბაზისო მედიცინის  მიმართულება  II–მარიანა არაბული;
კლინიკური მედიცინის  მიმართულება ქირურგია  I ხატია ცინცქილაძე;
კლინიკური მედიცინის  მიმართულება თერაპია  I არჩილ შერვაშიძე;
სტომატოლოგიის მიმართულება  ქეთევან ინჯია; 
ფარმაციის მიმართულება მარიტა აბულაძე;
საზოგადოებრივი  ჯანდაცვის მიმართულება შოთა გალდავა.