მარათონი „სიცოცხლის გადასარჩენად“

2013 წლის 13 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის ”ჰერა”–ს ინიციატივით და ორგანიზებით , თბილისის ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მარათონი „სიცოცხლის გადასარჩენად“.

მარათონის მიზანი იყო საქართველოს ქალებისთვის ინფორმაციის მიწოდება ძუძუს  კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაზე.

მარათონში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა და სტუდენტები.

ამჟამად, ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მაჩვენებელი საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალია. ასევე, აღნიშნული დაავადება 14-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში სიკვდილიანობის უპირველესი მიზეზია.

პირველი მსგავსი ღონისძიება საქართველოში 2005 წელს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.