ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ საპატიო წევრები აირჩია

2013 წლის 25 სექტემბრის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საზოგადოების საპატიო წევრებად არჩეულ იქნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, (ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) პროფესორი ირინე კვაჭაძე, კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, სამედიცინო ფიზიკასა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუიზა გაბუნია, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნათია გუჯაბიძე, სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით ცხომელიძე.

საპატიო წევრის სიგელთან ერთად, წევრებს გადაეცათ მადლობის წერილები –  ნიშნად მადლიერებისა, მხარდაჭერისა და თანადგომისა, რომელიც არაერთხელ გამოხატეს გასული წლების განმავლობაში და გვერდით ედგნენ თსსუ-ის ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას.