საქველმოქმედო აქცია ბორჯომში

2013 წლის 12-13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბორჯომში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია.

აქციის მსვლელობისას ბორჯომის “ნიუ ჰოსპიტალს”-ის კლინიკის ბაზაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 400-ზე მეტ ბავშვს ბორჯომის რაიონიდან. ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 1000–ზე მეტი ვიზიტი. საგანგებოდ აღინუსხა განსაკუთრებული შემთხვევები შემდგომი რეაგირებისათვის.

კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგმა სპეციალისტებმა: 

პედიატრები: ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ყარამან ფაღავა, ბავშვთა სნეულებათა მიმართულების პროფესორი ეკატერინე უბერი, პროფესორი თინათინ კუტუბიძე,  მოწვეული პედაგოგები: ქეთევან მაყაშვილი, მანანა კობახიძე,  ფიქრია ლურსმანაშვილი.

ქირურგები: ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ კუტუბიძე, ბავშვთა ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.

ყბა–სახის ქირურგები: ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა დეპარტამენტის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, მოწვეული პედაგოგი  ნინო ხვედელიანი.

ენდოკრინოლოგები: პროფესორი მარინა გორდელაძე, ენდოკრინოლოგი მაია ფხალაძე, ექიმი-რეზიდენტი ნინო ჯინიყაშვილი.

ნევროლოგები: ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი  ნანა გელაძე, პროფესორი ნანა ხაჭაპურიძე.

ოტო–რინო–ლარინგოლოგები: პროფესორი ირინა კეკელიძე და პროფესორი ლია  ლომიძე.

რადიოლოგები: შალვა წინწკალაძე, ნინელი ჩხაიძე.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები იყვნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის  მოადგილე გიორგი აბესაძე, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლია ძიძიგური, დირექტორი საორგანიზაციო დარგში ნანა დათიაშვილი.