მედიცინის ფაკულტეტის XI-XII სემესტრის სტუდენტთა და ქირურგიის რეზიდენტთა საყურადღებოდ!!!

9 იანვარს 16:00 საათზე,  პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამით გერმანიაში, ქირურგიული მიმართულებით სტაჟირების მსურველთა შესარჩევ გასაუბრებას ჩაატარებს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერისტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), გერმანიის ზოგად/ და ვისცერალ ქირურგთა საზოგადოების წევრი DGAV), გერმანელ ქირურგთა კავშირის წევრი (BDC), მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატი ISS/SIC ბ-ნი გიორგი გრიგოლია.

მოთხოვნები:

გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართული საუბარი (B2-C1 დონე). გასაუბრებისას კანდიდატებმა უშუალოდ უნდა წარმოაჩინონ გემანული ენის კარგი ცოდნა!

პირობები:

პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით, კვებით და მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული ფონდიდად სტიპენდიას ყოველთვიურად 1000 ევროს ოდენობით!

პრაქტიკის პერიოდი:

13 იანვრიდან 3 თვის განმავლობაში. 

გისურვებთ წარმატებას!!!

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის  პირველ სართული ,,საბჭოების დარბაზი“.