სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა – VI“

2013 წლის 8–10 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ ჩატარდა ტრადიციული, საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა – VI“.

კონფერენციის ორგანიზატორები: თსსუ–ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულება, ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის ასოციაცია,  საქართველოს პედიატრთა ასოციაცია და ფონდი – „სიჯანსაღე“.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ყარამან ფაღავა

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

8 ნოემბერი

„მედიცინის პარადიგმის ევოლუცია“ – პროფესორი ლ. ჟორჟოლიანი;

„ბავშვთა და მოზარდთა პრევენციულ–სარეაბილიტაციო კონტინუუმის „პრევენცია–განათლება–რეაბილიტაცია–დასაქმება“ – მოდელი საქართველოში“ – პროფესორი რ. ქარსელაძე;

„არამკაფიო ლოგიკა პედიატრიაში“ – ფიზიკა–მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი ტ. კისელიოვა, პროფესორი ყარამან ფარავა;

„რეზიდენტის მზადება პედიატრიაში – გამოწვევები“ – პროფესორი ი. ფავლენიშვილი;

„ბავშვთა და მოზარდთა ფიზიოლოგიის ადგილი პედიატრიულ სამეცნიერო კვლევაში“ – პროფესორი ყ. ფაღავა;

„როგორ უნდა იწერებოდეს სამეცნიერო სტატია – საერთაშორისო მოთხოვნები“ – ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ლანტცე (გერმანია).

9 ნოემბერი – კლინიკური პედიატრია

„სიმსუქნიდან ინსულინდამოკიდებულ შაქრიან დიაბეტამდე მოზარდთა ასაკში (მსოფლიო მონაცემები და ქართული გამოცდილება)“ – მედიცინის დოქტორი ი. ფაღავა;

„კიდევ ერთხელ კავასაკის დაავადების შესახებ“ – პროფესორი მ. ხოჭავა, მედიცინის დოქტორები: ი. შალამბერიძე, თ. ჯოხთაბერიძე;

„ნეფროკალცინოზი ახალშობილებში“ – დოცენტები: თ. გოთუა, ც. ფარულავა, მედიცინის დოქტორი მ. ჩხაიძე, პროფესორი თ. ფავლენიშვილი;

„ცეფალოსპორინები პედიატრიულ კლინიკაში“ – პროფესორი ყ. ფაღავა

„ცხელების მართვა ამბულატორიულ პაციენტებში“ – მედიცინის დოქტორი მ. ხერხეულიძე

„პნევმოკოკური ინფექციები: კლინიკური ფორმები, მკურნალობა, პრევენცია ბავშვებში“ – პროფესორი ნ. უბერი, მედიცინის დოქტორები: ე. უბერი, თ. კუტუბიძე, დოცენტი მ. ჩიქოვანი.

10 ნოემბერი – კლინიკური პედიატრია

„რკინადეფიციტური ანემიის თანამედროვე ასპექტები“ – დოცენტი მ. კვეზერელი–კოპაძე, პროფესორები: ა. კვეზერელი–კოპაძე, ზ. მთვარელიძე

„თანდაყოლილი ინფექციები – თანამედროვე გამოწვევები“ – მედიცინის დოქტორი ი. კორინთელი

„ხველის მართვა“ – პროფესორი ყ. ფაღავა

„ანტიჰომოტოქსიური თერაპია სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს“ – მედიცინის დოქტორი მ. ხერხეულიძე

გასტროენტეროლოგია

„მითები, მონაცემები და ფაქტები პრე და პრობიოტიკების გამოყენების შესახებ ბავშვებში – ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ლენტცე (გერმანია)

„კუჭ–ნაწლავის ალერგიული დაავადებები“ – ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ლენტცე (გერმანია)

‘“კუჭ–ნაწლავის ენდოსკოპია ბავშვებში“ – პროფესორები: მ. ბუაძე, გ. ბურკაძე, მედიცინის დოქტორები: ა. კუტუბიძე, თ. კუტუბიძე, ზ. ჩაგელიშვილი

„ჰუმანა AR (აერ) ეფექტური დახმარება ჩვილ ბავშვთა ზოგიერთი პრობლემის დროს“ – მედიცინის დოქტორი რ. მაზმანიშვილი

„ენტეროჯერმინა – კლინიკური ეფექტურობა“ – პროფესორი ნ. უბერი, მედიცინის დოქტორი ე. უბერი

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.