ERASMUS MUNDUS - პროგრამის მეორე აქტივობის ფარგლებში გამოცხადდა მეორე კონკურსი პროექტზე ALRAKIS 2

2013 წლის 15 ნოემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში ჩატარდა ERASMUS MUNDUS - პროგრამის ALRAKIS 2 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.

შეხვედრა ჩატარდა  თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით. ღონისძიებას უძღვებოდა თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი და ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო კანდელაკი.

პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

ALRAKIS 2-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლითი პროგრამები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე.

განაცხადების მიღება  დაიწყო 2013 წლის 1 ნოემბერს და გაგრძელდება 12 იანვრამდე. რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: http://alrakis2.eu/

შემდეგი საინფორმაციო  დღეები დაგეგმილია – 2013 წლის 6 და 20 დეკემბერს 15:30 წთ–ზე,  თსსუ–ის  ბიბლიოთეკის "ცისფერ დარბაზში".