თსსუ–ის სტუდენტთა სტაჟირება გერმანიაში

2013 წლის 19 აგვისტოდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის  სტუდენტი სალომე გომელაური და მესამე  კურსის სტუდენტი ელენე თაბუკაშვილი სამედიცინო პრაქტიკის გასავლელად იმყოფებოდნენ გერმანიაში, ქალაქ შვებიშ-გმუნდის კლინიკაში. სტუდენტები განაწილებულები იყვნენ  შინაგანი მედიცინის და ტრავმატოლოგია–ორთოპედიის განყოფილებაში.

სტაჟირებისას სტუდენტები ესწრებოდნენ ოპერაციებს, სამედიცინო კონსილიუმებს, მონაწილეობდნენ სტაციონარულ-ამბულატორიულ და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ღონისძიებებში.

სტაჟირებისას, თსსუ–ის  სტუდენტთა პრაქტიკული უნარები და გერმანული ენის ცოდნა დადებითად იქნა შეფასებული კლინიკის დირექტორის, პროფესორ მანფრედ ვიდემანის მიერ.  პროფესორმა ვიდემანმა, სურვილი  გამოთქვა, რომ თსსუ–ის სტუდენტთა სტაჟირება შვებიშ-გმუნდის კლინიკაში ტრადიციად იქცეს.