პროფესორ მიხაელ ლენტცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

2013 წლის 25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორს მიხაელ ლენტცეს, მიენიჭა თსსუ–ის საპატიო დოქტორის წოდება.

აღსანიშნავია, რომ პროფესორ მიხაელ ლენტცეს აღნიშნული წოდება მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისთვის გაწეული უანგარო დახმარებისა და იმ დამსახურებისათვის, რაც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ბავშვთა სამედიცინო დახმარების საქმეში.

მიხაელ ლენტცე წლების მანძილზე იყო ევროპის პედიატრიული–გასტროენტეროლოგიური კავშირის პრეზიდენტი. იგი არის ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოებების საპატიო წევრი.

პროფესორი მიხაელ ლენტცე ამჟამად გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროგრამით მუშაობს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.