შეხვედრა კომპანია “Medical Park Georgia”–ს წარმომადგენლებთან

2013 წლის 30 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე და უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ციცო გუგავა შეხვდნენ კომპანიის “Medical Park Georgia” გენერალურ  დირექტორს გია თოხაძეს და კომპანიის კლინიკურ დირექტორს სამედიცინო დარგში ქეთევან გოგოლაძეს.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნაში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმდინარე რეფორმა, აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და კერძო კომპანიების როლი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მხარდაჭერის კუთხით.

მხარეებმა განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.