გაფორმდა მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოცკოდექს“–ს შორის

2013 წლის 3 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოცკოდექს“ შორის  გაფორმდა მემორანდუმი მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოცკოდექსი“–ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან თოდაძემ.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ: თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე და ორგანიზაცია ,,სოცკოდექსი“–ის წარმომადგენელი ტატო მიროტაძე.

ორგანიზაცია ,,სოცკოდექსი“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, რომელთა მიზანია  საქართველოში არსებული  პრობლემების მოგვარება  მოხდეს მოსახლეობის მაღალი ჩართულობით. ორგანიზაციის ერთ–ერთი პროექტი და  ახალი ინიციატივაა – "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" გარე მონიტორინგის ჩატარება.

მემორანდუმის საფუძველზე მოხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პოტენციალის გამოყენება (რაც გამოიხატება მონიტორინგის შედეგად მიღებული მასალების ანალიზის, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში), სტუდენტების ჩართვა გარე მონიტორინგის განხორციელებაში (რაც ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და  პროფესიულ განვითარებას).