,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 4 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა  ,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდა: დარგის სპეციალისტები და რეზიდენტები.

შეხვედრა გახსნა და საზოგადოებას მიესალმა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე  მარიამ ჯაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ–ის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულების პროფესორი, ,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ პრეზიდენტი, პროფესორი რემა ღვამიჩავა,   თსსუ-ის პირის ღრუს, თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი.

კონფერენციაზე წარადგინეს  შემდეგი მოხსენებები:

კონფერენცია დაყოფილი იყო სექციებად, რომლის დასრულების შემდგომ გაიმართა თემატური დისკუსია.

კონფერენციის ფარგლებში  მოხდა  კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ოფიციალური ვებ–გვერდისა და ახალი სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის –,,კლინიკური ონკოლოგია“ პრეზენტაცია, სადაც განთავსდება ონკოლოგიის დარგში არსებული  თანამედროვე მიღწევები.