თსსუ აცხადებს მიღებას გადამზადების პროგრამაზე - ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროგრამის ხელმძღვანელი: ფიქრია ლურსმანაშვილი

აკრედიტებული დაწესებულებები: 

სსიპ „თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა“;

შპს „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკური“; 

შპს „თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა“

პროგრამა განსაზღვრულია: მომიჯნავე სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისათვის, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სპეციალობით მუშაობის  არანაკლებ 3 წლის სტაჟი (შენიშვნა: სამ წელზე მეტი სტაჟის წყვეტის შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაიაროს პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა);

აუცილებელი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობის ასლი;

3 წლიანი სტაჟის დამადასტურებელი საბუთი;

სერტიფიკატის ასლი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

CV.


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 2542550; 2542552 

რეგისტრაცია განხორციელდება: ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, (შესვენების საათები : 13:00-14:00სთ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეშვიდე სართული, ოთახი 717. 

საკონტაქტო პირი: ნატო ქეშელაშვილი.