ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის კვირეული

2013 წლის 3-7 დეკემბერს, „ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების“ ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის კვირეული.

3 – 4 დეკემბერს გაიმართა “ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის I სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია”, რომელშიც მონაწილეობდა ამავე ფაკულტეტის II, III, IV კურსის სტუდენტები. კონფერენციაზე  წარმოდგენილი იქნა შემდეგი თემები:

“კოქსართროზი” –მალვინა ფარტენაძე, ანი გულვერდაშვილი, თიკო ენუქიძე;

“ძვლის სოლიტარული კისტა” – ანა ფიჩხულაშვილი, ირაკლი ჭიოკაძე, ანა ბურჯანაძე, ნატო ფანჩულიძე;

“ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია” – ნინო ბერიძე, მარიამ მაისურაძე, მარიამ მანთიძე, თამარ ნარინდოშვილი, სალომე ტყეშელაშვილი, ალექსანდრე გულაშვილი, ნინო ალხაზანიშვილი;

“რეაბილიტაცია მარჯვენა მუხლის სახსრის ნაწიბუროვანი კონტრაქტურის შემდეგ” – ხატია სახამბერიძე, გიორგი ციცქიშვილი;

“რეაბილიტაცია მხრის როტატორული მანჟეტის დაზიანების დროს” – გიორგი მახვილაძე, ნინო გაბაძე, თამთა ბარბაქაძე, ვარდო გოგინაშვილი, მამუკა გალდავა, ლაშა ღონღაძე.

მოხსენებები შეაფასა თსსუ–ის აკადემიური პერსონალისგან შემდგარმა ჟიურიმ: თსსუ–ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორმა ვალერი ახალკაცმა, თსსუ–ის  სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის ექიმმა თამარ ჩუტკერაშვილმა, რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური მედიცინის მიმართულების პროფესორმა მარინა მათიაშვილმა, რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური დატვირთვის, ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულების პროფესორმა მანანა რუხაძემ, კლინიკურ მეცნიერებათა  დეპარტამენტის, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულების პროფესორმა  თამაზ კაციტაძემ, ფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა  გიორგი ჭიჭინაძემ,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ.

გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაცია - “ძვლის სოლიტარული კისტა”.

5 დეკემბერს “ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოება” ესწრებოდა “საქართველოს, კარდიო – ვასკულარული პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის” პრეზენტაციას, რომელთანაც მომავალში სტუდენტური საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა იგეგმება.

 6 დეკემბერს კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა  ტელეხიდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტებს შორის. ამერიკელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევა – “Lite Gait სისტემისა და ფუნქციური ელექტროსტიმულაციის კომბინირებული გამოყენება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლის შემდგომ რეაბილიტაციის პროგრამაში“.