თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იზმირის (თურქეთი) შიფას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

2013 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია იზმირის შიფას უნივერსიტეტის  დელეგაცია.

შეხვედრას ესწრებოდა: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოსო მღებრიშვილი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი,  პროფესორი ია ავალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაზა ტალახაძე.

თურქული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა: მეცნიერებისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის დეკანი, პროფესორი ჰალილ იბრაჰიმ ათაბაი, შიფას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერკან აკილდიზი, ინგლისური ენის კოორდინატორი სამი შაჰინდურანი, კორპორატიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პაციენტთა საერთაშორისო დეპარტამენტის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ერკან აიილდიზი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის (პირის ღრუსა და ყბა–სახის რადიოლოგიის დეპარტამენტი) ლექტორი, ოსმან სამი აღლარჩი, მედიცინის მეცნიერებების ფაკულტეტის მდივანი აჰმეთ კართალი, შიფას უნივერსიტეტის ბესმანის ჰოსპიტალის სამედიცინო ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგი, პროფესორი მურატ უიარი, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების სპეციალისტი, პროექტების მენეჯერი ერგუნ აქთურქი და შიფას უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გიუვენ ჩიტაკი. დელეგაციას თან ახლდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ერჯან თუნჩი.

შეხვედრაზე ქართულმა და თურქულმა მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები.