პროფესორ მიხაელ ლენტცეს ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის "სადისერტაციო დარბაზში“ ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორმა, ავსტრიისა და გერმანიის პედიატრიული საზოგადოებების საპატიო წევრმა მიხაელ ლენტცემ ექიმებისა და რეზიდენტებისთვის ჩაატარა ლექცია – "პედიატრიული გასტროენტეროლოგიის აქტუალური საკითხები".

ლექციის მსვლელობისას პროფესორ ლენტცეს დახმარებას უწევდა უნივერსიტეტის პედიატრიული დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ყარამან ფაღავა.

პროფესორმა ლენტცემ განიხილა გასტროენტეროლოგიური პათოლოგიებისას (ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, მოკლე ნაწლავის სინდრომი და სხვა) განვითარებული ზრდის შეფერხებები, სიმპტომები, დიაგნოსტირების მეთოდები, გავრცელების სტატისტიკური მახასიათებლები.

ლექცია მიმდინარეობდა კითხვა–პასუხის რეჟიმში და გამოირჩეოდა დინამიურობით. პროფესორმა ლენტცემ აღწერა სხვადასხვა კლინიკური შემთხვევა, რომლის საფუძველზე დამსწრე საზოგადოებამ მოახდინა  დიაგნოსტირება და ჩასატარებელი კვლევების განსაზღვრა. 

პროფესორი მიხაელ ლენტცე ამჟამად გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროგრამის ფარგლებში მუშაობს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.