მე-6 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - MTC

2020 წლის 13 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მართავს ,,მე-6 სამედიცინო სასწავლო კონფერენციას"  (6th Medical Teaching Conference [MTC]). მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს.

ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პირველ სასწავლო კორპუსში არსებულ ,,ცისფერ დარბაზში"

სასურველია მოხსენება შეეხებოდეს მედიცინის უახლეს მიღწევებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს და ა.შ. 

მოხსენების ენა - ქართული

პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ მოხსენების სახით (პოსტერული ნამუშევრები არ მიიღება)

ერთ მოხსენებაზე მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს

მოხსენებას წარადგენს მხოლოდ ერთი სტუდენტი

სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის (2-3 წთ.)

თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით

ჟიურის მიერ დასახელდება სამი საუკეთესო მოხსენება

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Powerpoint 2013-2016-ში, რომელიც უნდა აიტვირთოს რეგისტრაციის გავლისას სარეგისტრაციო ფორმაში!

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 3 მარტი!


გახსენით ქვემოთ მითითებული ბმული და გაიარეთ რეგისტრაცია:

https://forms.gle/jtvDiFRm5XWebn9h9 


დასწრება თავისუფალია!

გისურვებთ წარმატებებს!