ტანგოს ფესტივალი თსსუ–ში

 

2013 წლის 16 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  მეორედ ჩატარდა „ტანგოს ფესტივალი“.
ფესტივალში მონაწილეობდა სამედიცინო უნივერსიტეტის  ქართველი და  უცხოელი სტუდენტებისგან შემდგარი 10 წყვილი:

1. ანი პეტრიაშვილი - ვასო თედიაშვილი;
2. 
მარიამ გუჯაბიძე - ოთო გაბრიჩიძე;
3. 
მონიკა ჯინჭარაძე - ნიკა ლომაძე;
4. 
ნანო ჩიქოვანი - ლევან გელაშვილი;
5. 
ნიდი დესვალი - ჩატუნ პეირისი;
6.
საი პალავი - აკაკი ავალიანი;
7. 
თათია ქოჩლაძე - გიორგი საღინაძე;
8. 
ანი ნადირაძე - თამაზ დევნოზაშვილი;
9.
ლიკა ბუზარიაშილი - თორნიკე თამაზაშვილი;
10. 
სოფო გოდერძიშვილი - ზურაბ გვეტაძე.

     
     
     
     
     

კონკურსს აფასებდა ჟიური, რომელმაც გამოავლინა გამარჯვებულები.

ჟიურის წევრები იყვნენ:

ზურაბ ორჯონიკიძე – თსსუ–ის კანცლერი;
ვახტანგ ასანიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;
გიგი გაჩეჩილაძე – მოცეკვავე;
ნიკოლოზ წულუკიძე – თეატრმცოდნე;
ნათია გუჯაბიძე – თსსუ–ის ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, თეატრალური დასი „ჰიგიას“ რეჟისორი;
ლევან გომელაური – მოცეკვავე;
კახა აბულაძე  – თსსუ–ის თვითმმართველობის პრეზიდენტი.

   

I ადგილი: სოფო გოდერძიშვილი და ზურაბ გვეტაძე;
II ადგილი: ანი ნადირაძე და თამაზ დევნოზაშვილი;
III ადგილი: თათია ქოჩლაძე და გიორგი საღინაძე.

   

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გამოავლინა საკუთარი რჩეული – ლიკა ბუზარიაშილი და თორნიკე თამაზაშვილი.

პირველ ადგილზე გასული წყვილი სტუდენტურმა თვითმმართველობამ დააჯილდოვა განსაკუთრებული პრიზით – საგზურით ბაკურიანში. გამარჯვებულ წყვილებს გადაეცათ მედლები და დიპლომები. 

თსსუ–ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ სპეციალურად ამ პროექტისთვის რუსეთიდან ჩამოსულ ქორეოგრაფ ელენა ახმეტოვას  თსსუ–ის სახელით მადლობის სიგელი გადასცა.

ტანგოს ფესტივალი თეატრალურად და მუსიკალურად გააფორმეს თსსუ–ის თეატრალური დასის „ჰიგიას“ მსახიობებმა ლუკა ქიქავამ, მარიამ ქუტიძემ, ნინო აბშილავამ,  რევაზ ჩხაიძემ და მომღერალმა ტერეზა ფუხაშვილმა.

ესთეტიკური  მედიცინის ცენტრმა “La Belle” ფესტივალის ყველა მონაწილეს და ჟიურის წევრს გადასცა სასაჩუქრე ბარათები.

ფესტივალის იდეის ავტორი იყო თსსუ–ის სტუდენტი თეკლა გოგრიჭიანი ხოლო სცენარის ავტორი და რეჟისორი ლაშა ლობჟანიძე.

მომავალი ექიმები ტანგოს მოცეკვავეების როლში (იხ. ვიდეო)