საერთაშორისო კონფერენცია კარდიომეტაბოლური დაავადებების აქტუალურ საკითხებზე

2013 წლის 11–15 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორები: გაიანე სიმონია და ირინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდნენ პარიზში (საფრანგეთი), სადაც ჩატარდა კარდიომეტაბოლიზმისა და ნუტრიციოლოგიის ინსტიტუტის (ICAN) მიერ ორგანიზებული კონფერენცია, კარდიომეტაბოლური დაავადებების შესახებ. (CONFERENCE SERIES CARDIOMETABOLIC DISEASES).

პროფესორებმა გაიანე სიმონიამ და ირინე ანდრონიკაშვილმა, კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება „მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზია და კარდიომეტაბოლური სინდრომი-საქართველოს მონაცემები“ (Salt-sensitive hypertension and cardiometabolic syndrome: study in Georgia patients). მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაინტერესება განპირობებული იყო საქართველოში მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის მაღალი მაჩვენებლის არსებობით, რაც მიჩნეულია კარდიომეტაბოლური დაავადებების წამყვან რისკ–ფაქტორად.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც განიხილეს კარდიომეტაბოლური დაავადებების განვითარების თანამედროვე თეორიები და გამართეს დისკუსია აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს საინტერესო კლინიკური შემთხვევები  და წარმოადგინეს კლინიკური კვლევების შედეგები.