თსსუ–ის უცხოელ სტუდენტთა ტრადიციული საერთაშორისო საახალწლო–საშობაო ფესტივალი – „RIVERA 2013“

2013 წლის 27 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის ,,წითელ დარბაზში“, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა უცხოელ სტუდენტთა ტრადიციული საერთაშორისო საახალწლო–საშობაო ფესტივალი  „RIVERA 2013“.

ფესტივალში მონაწილეობდნენ თსსუ–ის უცხოენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს წარუდგინეს საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი და კულტურული ტრადიციები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო: თეატრალიზებული დადგმები, ტრადიციული საცეკვაო ნომრები და სიმღერები.

ფესტივალზე წარმოდგენილი ნომრები შეაფასა  წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თსსუ–ის უცხოენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები.

კონცერტის ბოლოს გამოვლინდნენ ღონისძიების გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს თსსუ–ის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტებმა  ქშიტიჯ კუმარმა და თამარ საგანელიძემ.