გერმანიაში სტაჟირების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

2020 წლის 11 მარტს 15:00 საათზე, პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამით გერმანიაში, ქირურგიული მიმართულებით სტაჟირების მსურველთა გასაუბრებას ჩაატარებს ბ-ნი გიორგი გრიგოლია - პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), გერმანიის ზოგად/ და ვისცერალ ქირურგთა საზოგადოების წევრი DGAV), გერმანელ ქირურგთა კავშირის წევრი (BDC), მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატი ISS/SIC.

სტაჟირებისთვის აუცილებელი მოთხოვნები: გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართული საუბარი (B2-C1 დონე).

სტაჟირების პერიოდი და პირობები:

ქალაქი შონგაუ (Schongau) - 3 თვიანი სტაჟირება, სტიპენდია, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსება  (ერთადგილიანი ოთახი) და ერთჯერადი კვება უფასოდ;

ქალაქი ვაილჰაიმი (Weilheim) - 2 თვიანი სტაჟირება, სტიპენდია, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსება  (ორადგილიანი ოთახი) და ერთჯერადი კვება უფასოდ;

ქალაქი ლანდსჰუტი (Landshut) - 2 თვიანი სტაჟირება,  სტიპენდია, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსება  (ერთადგილიანი ოთახი) და ერთჯერადი კვება უფასოდ;

მეექვსე კურსის სტუდენტი ან ქირურგიის რეზიდენტისათვის  - 

ქალაქი კაუფბოიერნი (Kaufbeuern) - 3 თვიანი სტაჟირება, სტიპენდია, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსება (ერთადგილიანი ოთახი) და ერთჯერადი კვება უფასოდ.

კანდიდატს მოეთხოვება წარმოაჩინოს განსაკუთრებით მაღალი ცოდნა ქირურგიასა და გერმანული ენაში.

რეზიდენტების შემთხვევაში პროგრაგამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ქირურგიის მიმართულების რეზიდენტებს!

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი პირველი სართული  ,,საბჭოების სხდომათა დარბაზი“.

სტუდენტთა რეგისტრაცია  მიმდინარეობს 09.03.2020 ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://sms.tsmu.edu/sms/ 

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი,  მეოთხე სართული, ოთახი# 418; ტელ.: 032 2 542 450)

გისურვებთ წარმატებას!