ERASMUS MUNDUS - ის პროექტი „მედეა“

 

ERASMUS MUNDUS-ის   მე–2 აქტივობის – პროექტ  „მედეას“ (სამედიცინო უნივერსიტეტების ალიანსი) ფარგლებში  ჩატარდა  საინფორმაციო  შეხვედრები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში.

შეხვედრები  ჩაატარა  პროექტის რეგიონალურმა კოორდინატორმა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ია ავალიანმა. ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პროფესორმა ია ავალიანმა, პროექტ  „მედეას“  შესახებ საინფორმაციო  შეხვედრის ფარგლებში,  ჩაატარა პრეზენტაციები, უპასუხა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  შეკითხვებს და გასცა აუცილებელი რეკომენდაციები.