ERASMUS MUNDUS-ის პროექტ „მედეათი“ სომხეთში დაინტერესდნენ

ERASMUS MUNDUS-ის   მე–2 აქტივობისპროექტ "მედეას" (სამედიცინო უნივერსიტეტების ალიანსი) ფარგლებში, 2014 წლის 12 იანვარს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

პროექტის რეგიონული კოორდინატორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ნინო კანდელაკი ოფიციალურ შეხვედრაზე ესაუბრნენ სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: რექტორს, პროფესორ მიხეილ ნარიმანიანს, ვიცე–რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორ ერვანდ სააკიანს, ვიცე–რექტორს განათლების დარგში, პროფესორ სამველ ავეისიანს, ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ოვანეს მანველიანს და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს. სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიდი ინტერესი გამოხატა  ERASMUS MUNDUS-ის პროგრამისადმი. ჩატარდა გაფართოებული საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან, მოეწყო პროექტ  "მედეას" პრეზენტაცია, რის შემდეგაც ბრიფინგზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები პროექტის ხელშესაწყობად.

სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მიხეილ ნარიმანიანმა აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან საინტერესო და სასურველია  პროგრამაში მონაწილეობა და მჭიდრო ურთიერთობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება სტუდენტებისა და უნივერსიტეტების სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით.