სამადლობელი წერილი ბერლინიდან

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ  ზურაბ ვადაჭკორიას სახელზე ბერლინიდან წერილი მოვიდა. კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი, პროფესორი ჰელმუთ ჰაჰნი (Prof. Dr. med. Helmut Hahn) დიდ მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იმ სტუდენტების გამო, რომლებიც პირველი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩავიდნენ გერმანიაში.

პროფესორი ჰელმუთ ჰაჰნი თსსუ–ში სტუმრობის შთაბეჭდილებებს იხსენებს და აღნიშნავს: „ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ თქვენმა უნივერსიტეტმა მოგვანიჭა საპატიო პროფესორის წოდება. შევეცდებით გავამართლოთ თქვენი მოლოდინი“. პროფესორი ჰელმუთ ჰაჰნი იმედოვნებს, რომ თსსუ–თან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და უფრო განმტკიცდება.