ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო 
უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა 
 და დანიშვნის შესახებ   

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის  ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 22 მაისის სხდომის # 9 საოქმო გადაწყვეტილებით,  ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2020 წლის 17 ივლისს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ფარმაციის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.  

ფარმაციის  ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი;  ფარმაციის  აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);  კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

ფარმაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 24 ივნისს და დასრულდება 2020 წლის 02 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.  

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ.  2 54 24 43.