საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა
და დანიშვნის შესახებ
სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 22 მაისის სხდომის # 8 საოქმო გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2020 წლის 17 ივლისს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი); კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
დეკანობის კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 24 ივნისს და დასრულდება 2020 წლის 02 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ. 2 54 24 43.