გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩაბარების ინსტრუქცია

დამტკიცებულია თსსუ-ის რექტორის

2020 წლის 1 ივნისის #422358 ბრძანებით

დანართი 2

გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩაბარების ინსტრუქცია

1. გამოცდის დაწყებამდე სტუდენტმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს პირად ელექტრონულ გვერდზე - sms.tsmu.edu;

2. სასწავლო ბარათში, კონკრეტული  სასწავლო კურსის დასახელების გასწვრივ,  მითითებულია  გამოცდის  ბმული, რომელზეც გადავა სტუდენტი;

3. გამოცდის ბმულის  გვერდზე   არის   ღილაკი  „გამოცდის დაწყება“;

4. გამოცდის დრო აითვლება აღნიშნულ  ღილაკზე („გამოცდის დაწყება“) დაჭერის შემდეგ;

5. საგამოცდო შეკითხვებზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით, მათ შორის, გამოცდის მიმდინარეობის მანძილზე ნებადართულია უკან  დაბრუნება და ტესტის უკვე მონიშნული პასუხის შეცვლა; 

6. გამოცდა დასრულდება სტუდენტის მიერ სპეციალურ ღილაკზე - „გამოცდის დასრულება“ - დაჭერით, ან ავტომატურად, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ;

7. 100 შეკითხვიანი გამოცდისთვის განსაზღვრულია 90 წუთი, 200 შეკითხვიანისთვის - 140 წუთი, ხოლო 100-ზე ნაკლები შეკითხვის შემთხვევაში   თითოეულზე, საშუალოდ, განსაზღვრული იქნება 55 წმ;

8. გამოცდის დასრულების შემდეგ გამოჩნდება შედეგების გვერდი, სადაც გამოისახება სტუდენტის მიერ მიღებული  საგამოცდო შეფასება. სტუდენტს  20 წუთის განმავლობაში  შეუძლია გადახედოს მის მიერ არასწორად ნაპასუხებ შეკითხვებს პასუხებითურთ და პრეტენზიის შემთხვევაში გადავიდეს აპელაციის ბმულზე, რომელიც მითითებული იქნება იქვე, შედეგების გვერდზე; 

9. აპელაციის ბმულზე „GoogleMeet”-ის პლატფორმის საშუალებით სტუდენტს  შესაძლებლობა ექნება, გაესაუბროს   შესაბამისი სასწავლო კურსის   სააპელაციო კომისიის წევრებს.


Approved by Order No. 422358 of June 1, 2020
by the Rector of TSMU

Appendix 2

Instructions for Remote Test Exam Sessions

1. Prior to the exam a student is required to pass authorization on this/her “Personal Page” - sms.tsmu.edu;

2. Entering the “Student Study Card”, he/she shall go to the “Exam-Link” that can be found along the title of the specific study course.

3. Nest to the “Exam-Link” there is a button "Exam Start";

4. The exam time is calculated right after clicking the button ("Exam Start");

5. Answering exam test questions is allowed in any sequence; in addition, during the exam time it is allowed to come back and change the answer you marked in error;

6. The exam is completed by clicking the special button "Exam End" - or automatically, after the expiration of the exam allocated time;

7. For 100-questions is allotted 90 minutes, 200-questions - 140 minutes, and less than 100-questions - 55 seconds for each on average, respectively;

8. Upon test completion, the “Results Page” will appear, where the assessment scores obtained by the student will be displayed. For 20 minutes, the student can review the questions he/she marked in error and, in case of a complaint, follow the “Appeals-Link” on the “Results Page”;

9. The student will have the opportunity to talk to the members of the Appels Committee of the relevant study course through the GoogleMeet platform on the “Appeals-Link”.


Утверждено Приказом ректора ТГМУ
от 1.06.2020, №422358
 
Приложение 2
Инструкция по проведению дистанционных тестовых экзаменов

1. Перед экзаменом студент должен пройти авторизацию на личном веб-странице- sms.tsmu.edu;
2. Войдя в учебную карточку студента, студент должен открыть ссылку - “Exam-Link” -напротив названия данного учебного курса.
3. Рядом со ссылкой «Exam-Link» находиться кнопка «Exam Start».
4. Отсчет времени экзамена начинается сразу после нажатия кнопки «Exam Start»;
5. Ответы на экзаменационные вопросы допускаются в любой последовательности, кроме того, в течении экзамена разрешается возвращаться назад и менять ответ теста, прежде отмеченный вами;
6. Экзамен завершается нажатием на специальную кнопку «Exam End» - или автоматически, после окончания времени, отведенного для ответов;
7. На 100 вопросов отводится 90 минут, на 200 вопросов - 140 минут, на менее 100 вопросов на каждого в среднем соответственно отводится 55 секунд;
8. После завершения экзамена результаты появятся на «Results Page» с оценочными баллами, полученными студентом. В течение 20 минут студент может просмотреть вопросы с ответами на которые он ответил неправильно, и в случае претензии перейти на ссылке “Appeals-Link”, который будет указан там же на странице результатов “Results Page”;
9. Студент будет иметь возможность побеседовать с членами Апелляционной комиссии соответствующего учебного курса через платформу “Google Meet” на ссылке «Appeals-Link».