დაჯილდოება მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში

 

საქართველოში გერმანიის საელჩოს ყოველთვიური ინტერნეტგამოცემის მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ. გთავაზობთ ამ სტატიას:

 

დაჯილდოება მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში

 

2013 წლის 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის ტიტული მიანიჭა პროფესორ ჰელმუტ ჰანს, დოქტორ იოჰან პროფსტერს და პროფესორ ტიმო ულრიხსს. ამით უნივერსიტეტმა პატივი მიაგო კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის ღვაწლს ბიომედიცინისა და ჯანდაცვის დარგში გერმანულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კოხ-მეჩნიკოვის ფორუმს შორის 2009 წლიდან არსებობს ინტენსიური ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა ორმხრივი პროექტები ტუბერკულოზის კონტროლისა და კვლევის მიმართულებით, რომელთაც ხელმძღვანელობდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული/სტუმარი პროფესორი, ბატონი ტიმო ულრიხსი. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ გამოყოფილი სტიპენდიის ფარგლებში, თანამშრომლობა მოიცავდა შემდეგ სფეროებს:

ბატონ ჰანს საპატიო წოდება მიენიჭა, როგორც კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტს, ბიზნესმენს, ბატონ პროფსტერს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო თანამშრომლობის,  კლინიკური და სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გაწეული გულუხვი სპონსორობისთვის.