ბრიტანეთის მიკროცირკულაციის საზოგადოებამ თსსუ–ის დოქტორანტის ნამუშევარი საუკეთესოდ აღიარა

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებული განათლება რომ ევროპულ სტანდარტებზეა ორიენტირებული, აღიარებული ფაქტია. ჩვენი სტუდენტებისა და დოქტორანტების წარმატებები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში  ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის მიკროცირკულაციის საზოგადოებამ წარდგენილ ნაშრომთა შორის საუკეთესო მოხსენება შეარჩია, რომელიც თსსუ–ის დოქტორანტს, ნათია გამყრელიძეს ეკუთვნის. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან თსსუ–ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ყიფიანი და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თემურ პეტრიაშვილი.

სასიამოვნო ფაქტია, რომ  ნათია გამყრელიძე 10-11 აპრილს მიწვეულია დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში, ამავე საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრა-კონფერენციაზე. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ინდივიდუალური სადოქტორო გრანტის მეშვეობით განხორციელდება.