თსსუ-ის საექიმო სპეციალობის მაძიებლების/რეზიდენტების შემაჯამებელი ტესტური გამოცდა შედგება დისტანციურ რეჟიმში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის 

განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექიმო სპეციალობის მაძიებლების/რეზიდენტების შემაჯამებელი ტესტური გამოცდა შედგება დისტანციურ რეჟიმში მითითებულ ბმულზე: 

sms.tsmu.edu/eg/

2020 წლის 23 ივნისს 12.00-13.00სთ. პერიოდში საგამოცდო ბმული გააქტიურდება, შეძლებთ ავტორიზაციას და გამოცდის დაწყებას.  

შეგახსენებთ, შემაჯამებელ დისტანციურ ტესტურ გამოცდას აბარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული საექიმო სპეციალობის ყველა მაძიებელი, რომელიც პროფესიული მზადების სრულ კურსს  ასრულებს 2020 წლის 01 აგვისტომდე  (თსსუ -ის რექტორის 2020 წლის 9 ივნისის #449410 ბრძანება #449410).

იხილეთ შემაჯამებელი ტესტური გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩატარების ინსტრუქცია.

გისურვებთ წარმატებას!



დანართი 1  

დამტკიცებულია თსსუ-ის რექტორის

2020 წლის 9 ივნისის ##449410 ბრძანებით


შემაჯამებელი ტესტური გამოცდის ჩატარების წესი

თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტში ჩარიცხული საექიმო სპეციალობის მაძიებლები, რომლებსაც უწევდათ თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო  უნივერსიტეტის რეზიდენტურაში პროფესიული მზადებისა და  შეფასების წესის მე-13 მუხლის, „გ.ა“- პუნქტის  მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად შემაჯამებელი ტესტური გამოცდაზე გასვლა  - გამოცდას აბარებენ  დისტანციურად.

1. დისტანციურად გამოცდას აბარებს ყველა საექიმო სპეციალობის მაძიებელი, რომელიც პროფესიული მზადების სრულ კურსს  ასრულებს 2020 წლის 01 აგვისტომდე.

2. გამოცდას გამონაკლისის გარეშე ყველა აბარებს დისტანციურად მათ შორის:

ა) საქართველოში არმყოფი საექიმო სპეციალობის მაძიებლები;

ბ)covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი საექიმო სპეციალობის მაძიებლები.

3. შემაჯამებელი გამოცდის დისტანციური ფორმით ჩატარებისთვის განისაზღვროს გამოცდის ტესტური ფორმა.

ა) გამოცდა დისტანციურად ტესტური ფორმით ჩატარდება “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდებისა და უნარ ჩვევების შეფასების ცენტრში გამოცდის ჩატარების წესის“  შესაბამისად (იგულისხმება გამოცდის მიმდინარეობა). გამოცდის შეფასების გაცნობისას პრეტენზიის შემთხვევაში სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია მიღებული შედეგი გაასაჩივროს დაუყოვნებლივ (თბილისის სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტის რეზიდენტურაში პროფესიული მზადებისა დ აშეფასების წესის შესაბამისად) და განაცხადი გააგზავნოს ელექტრონულ მისამართზეpostraduaterecords@tsmu.edu).

4. შემაჯამებელი გამოცდის დისტანციურად, ტესტური ფორმით მიდინარეობის დროს ინტერნეტთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის წარმოშობისას სპეციალობის მაძიებელი უნდა დაუკავშირდეს საამისოდ გამოყოფილ საკონტაქტო პირს(დავით გვასალია  599890039).

5. იმ შემთხვევაში თუ სპეციალობის მაძიებელს წარმოეშობა ტექნიკური ხარვეზი უნივერსიტეტი უფლებამოსილია  მას გამოცდა ჩაუტაროს განმეორებით.



   
დანართი 2   

დამტკიცებულია თსსუ-ის რექტორის
2020 წლის 9 ივნისის ##449410 ბრძანებით

გამოცდის დისტანციურად ტესტური ფორმით ჩატარების ინსტრუქცია

1. დისტანციური გამოცდისთვის საექიმო სპეციალობის მაძიებელს შეუძლია გამოიყენოს ყველა კომპიუტერული მოწყობილობა გარდა მობილური ტელეფონისა;
2. გამოცდის ბმული აიტვირთება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (www.tsmu.edu);
3. გამოცდის დაწყებამდე საექიმო სპეციალობის მაძიებელმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს პირადი ნომრით; 
4. გამოცდის ბმულის გვერდზე არის ღილაკი “გამოცდის დაწყება“;
5. გამოცდის დრო აითვლება აღნიშნულ ღილაკზე (“გამოცდის დაწყება“) დაჭერის შემდეგ;
6. საგამოცდო შეკითხვებზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით, მათ შორის გამოცდის მიმდინარეობის მანძილზე ნებადართულია უკან დაბრუნება და ტესტის უკან მონიშნული პასუხის შეცვლა;
7. გამოცდა დასრულდება სპეციალობის მაძიებლის მიერ სპეციალურ ღილაკზე - „გამოცდა დასრულებულია“  დაჭერით, ან ავტომატურად, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ;
8. 200 შეკითხვიანი გამოცდისთვის განსაზღვრულია -120 წუთი;
9. გამოცდის დასრულების შემდგომ გამოჩნდება შედეგის გვერდი, სადაც გამოისახება საექიმო  სპეციალობის მაძიებლის მიერ მიღებული საგამოცდო შეფასება, საექიმო სპეციალობის მაძიებელს 30 წუთის განმავლობაში შეუძლია გადახედოს მის ნამუშევარს და პრეტენზიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააგზავნოს განაცხადი/შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: postraduaterecords@tsmu.edu. განაცხადი განიხილება 24 საათის განმავლობაში.