ათათურქის (თურქეთი) უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თსსუ-ში

2014 წლის 13-16 აპრილს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის MEVLANA ფარგლებში,   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ათათურქის  (თურქეთი) უნივერსიტეტის პროფესორი იასემინ ჩაირი და ერზრუმის  ათათურქის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრი-ენდოკრინოლოგი, პროფესორი ატილა ჩაირი.

თურქმა კოლეგებმა თსსუ–ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  II და III კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები. მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი, რათა სტუდენტებისთვის მაღალი დონის პრაქტიკული მეცადინეობა ჩაეტარებინათ და საკუთარი  გამოცდილება გაეზიარებინათ.

უცხოელი პროფესორების მიერ მსგავსი ხასიათის ლექცია–პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობები მომავალშიც გაგრძელდება.