წერილი თსსუ–ის რექტორს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისას“ დამფუძნებლისაგან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისას“ დამფუძნებლის, მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის წერილი მიიღო.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვის შემდეგ ბატონი პაატა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას იმ ხანგრძლივი თანადგომისა და გულშემატკივრობისთვის, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები გამოხატავენ ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში წვლილის შეტანის სახით.