თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის (სპეციალობა – ქირურგია) ცხადდება კონკურსი მიუნხენის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებისთვის.
სტაჟირება იწყება 2014 წლის 1 თებერვალს.
სტაჟირების პერიოდში რეზიდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო საცხოვრებლითა და კვებით. მიეცემათ სტიპენდია (თვეში 1000 ევრო).
რეგისტრაციის ვადაა: 24 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით.
გასაუბრება გერმანულ ენაში ჩატარდება 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსსუ–ის უცხო ენების ცენტრში.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418, ტელ.: 254 24 50