სტუდენტთა XV სასწავლო–სამეცნიერო საუბრები

24–25 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, სტუდენტთა XV სასწავლო–სამეცნიერო საუბრები ჩატარდა.

როგორც ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა, მიხეილ ჯანჯღავამ აღნიშნა, ეს  რეფერატული სტილის კონფერენციაა, რომელიც დაინერგა, რათა ხელი შეეწყოთ სტუდენტებს, რომ არამშობლიურ ენაზე  საკუთარი ნაშრომების წარდგენა შეძლონ.  ეს კი, ცხადია, ძალიან სჭირდებათ მათ სამომავლოდ, საკუთარი ნაშრომების უკვე საერთაშორისო დონეზე წარსადგენად. XV სასწავლო–სამეცნიერო საუბრებზე წარმოდგენილი იყო 17 თემა და 12 პოსტერი. სტუდენტებმა თავისი ნამუშევრები ოთხ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და რუსულად წარადგინეს. გამოვლინდა 6 საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოცემულ ყოველწლიურ შემაჯამებელ ნაშრომთა კრებულში. ყველა მონაწილეს, სტუდენტებსაც და ლექტორებსაც, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ თემებს, გადაეცათ სერტიფიკატები. გამოვავლინეთ  ყველაზე აქტიური ლექტორი – ასისტენტ–პროფესორი დავით ცხომელიძე (ის 4 თემის ხელმძღვანელია) და ყველაზე აქტიური დეპარტამენტი – პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტი.

     

კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის, პათოლოგიური ანატომიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის, რადიოლოგიის, ფსიქიატრიის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტები და შინაგანი მედიცინის თერაპიის მიმართულება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის დეპარტამენტი.

სტუდენტების ნაშრომებს აფასებდნენ: პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი თამარ სანიკიძე, პროფესორი ელენე აბზიანიძე, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, ასისტენტ–პროფესორი დავით ცხომელიძე, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის პირველი ეტაპის კოორდინატორი ვანო მჟავია, ნელი გიგოლაევა, ლალი ანთაძე,  თიკა ტყემალაძე და სალომე კიპაროიძე.  

აუდიტორია ინტერესით უსმენდა სტუდენტებს: თამარ ჯიბუტს, მარიამ ჯინჯიხაძეს, თეონა მუზაშვილს თათია ბურკაძეს, თამარ დანელიას, ნიდჰი კუმარი  დესვალს, ილჯაზ აჰმედ ლიას, ხათუნა ლობჟანიძეს, თამარა ეგოროვას, ნასრინ ირფანს, სუმიტ დუტას, ვარტუჰი გრიგორაინს, მარიამ ჭალისურს, სუკანია პატის, პიქრია გორგოძეს, მარიკა ტურავას, ნათია ფირცხალავას, ირინა სელეპანოვას, სრი რამანი პისაპატის, თორნიკე მთავრიშვილს, აიაგარი საი ლაჰირის...

გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ავტორებიც გახლდნენ ქართველი სტუდენტები: ფიქრია გორგოძე, მარიკა ტურავა და ნათია ფირცხალავა  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, VI კურსი, ხელმძღვანელი ხათუნა კუდავა), თამარ ჯიბუტი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის II კურსი, ხელმძღვანელი პროფესორი გია დიდავა), თორნიკე მთავრიშვილი (თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის II კურსი, ხელმძღვანელი მარიკა სურგულაძე). ასევე, საუკეთესო ნამუშევრები უცხოელი სტუდენტების – ილჯაზ აჰმედ ლიას (თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის II კურსი, ხელმძღვანელი თიკა ტყემალაძე), ნასრინ ირფანს, სუმიტ დუტას, ვარტუჰი გრიგორაინს (თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის III კურსი, ხელმძღვანელი მალვინა ჯავახაძე), ნიდჰი კუმარი  დესვალს (თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის II კურსი, ხელმძღვანელი თიკა ტყემალაძე) ნამუშევრები.

     

დასახელდა საუკეთესო პოსტერები: გიორგი მესხიას „ათეროსკლეროზი“, თორნიკე კალაძის და მიხეილ ჯანჯღავას „სინთეზია“, კლუბ „ვიტალისის“ „ილუზიების სამყარო“, არჩილ შერვაშიძის „პნევმონია“ და ალექსანდრა გვენეტაძის, ხატია ბრეკაშვილის და მიხეილ ჯანჯღავას „მწეველთა სხეული“.

ყველაზე აქტიური ლექტორის წოდებით ნომინირებულმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორმა დავით ცხომელიძემ კმაყოფილება გამოხატა, რომ სტუდენტები დაინტერესდნენ და გამბედაობა გამოიჩინეს, რომ თავისი ნაშრომები უცხო ენაზე წარედგინათ აუდიტორიისთვის.  ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა მათთვის. უნივერსიტეტში ბევრი კარგი სტუდენტია, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო თავს იკავებს თავისი ნააზრევის უცხო ენაზე წარდგენისაგან.  ეს კომპლექსი უნდა მოვიშოროთ ქართველებმა და სხვებისთვის გასაგებ ენაზეც შევძლოთ საკუთარი მიღწევების წარდგენა. ამით  ამაღლდება სტუდენტების მოტივაციაც და სწავლის დონეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ყოველმხრივ დავეხმარებით სტუდენტებს, რომ რაც შეიძლება უკეთ მოემზადონ, როგორც სპეციალისტები, შეძლონ თავის წარდგენა არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამისთვის არის მომართული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ–მასწავლებელთა სრული შემადგენლობა.

სტუდენტთა XV სასწავლო–სამეცნიერო საუბრები არაოფიციალურ გარემოში, მცირე ფურშეტით დასრულდა.