რიგგარეშე მობილობა შპს ,,დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას შპს ,,დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე  (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) - 75 ადგილი.

გადმოყვანის წესით ჩარიცხვის მსურველმა თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 

1. განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე; 

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 

3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);

 4. 4 ფერადი ფოტოსურათი (3X4, ელექტრონული ვერსიაც); 

5. პირადობის მოწმობის ასლი.


2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შპს ,,დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ.