სეულის ეროვნული უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სადოქტორო პროგრამებზე

სეულის ეროვნულ უნივერსიტეტი, საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს უცხოელი სტუდენტების მიღებას სადოქტორო პროგრამებზე.

საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევე ინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, მგზავრობის ხარჯი და სამედიცინო დაზღვევა. უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250-1.600 აშშ დოლარი) ოდენობით. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 30 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები:

ინფორმაცია უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ
ინფორმაცია საპრეზიდენტო სტიპენდიების შესახებ
სააპლიკაციო ფორმა