პატივცემულო სტუდენტებო!

7 სექტემბერს, ორშაბათს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იწყება  2020-21  სასწავლო  წელი.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, I, III, IV და V სასწავლო კორპუსებში განთავსებულ დეპარტამენტებში (არაკლინიკურ დისციპლინებში) განხორციელებული სასწავლო კურსების თემატურ გეგმებში აუცილებელი გახდა  გარკვეული  ცვლილებების გატარება. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ლექციები  ჩატარდება ონლაინ-ფორმატში (Google-Meet-ში) დადგენილი ცხრილის შესაბამისად; პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობები კი, ასევე ცხრილის მიხედვით, ჩატარდება  შესაბამის დეპარტამენტში, მაგრამ თითოეულ ჯგუფში სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით და მეცადინეობათა უსაფრთხოდ და ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელია  ჯგუფის დაყოფა ორ ქვეჯგუფად (სიის მიხედვით).  ქვეჯგუფებს მეცადინეობები ჩაუტარდება ცხრილით დადგენილ დღეს და დროს, მაგრამ - კვირაგამოშვებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს  თქვენი აკადემიური პროცესის დაგეგმარებისას.  ცხადია, ამ  ცვლილებასთან ადაპტირებულია სასწავლო კურსის თემატური გეგმა და სტუდენტის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები. ამრიგად, 7 სექტემბრის კვირაში მეცადინეობა ჩაუტარდება თითოეული ჯგუფის პირველ ნახევარს/ქვეჯგუფს (სიის მიხედვით), 14 სექტემბრის კვირაში - მეორეს,  და ასე შემდეგ. აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ ლექციები ჩატარდება ყოველკვირეულად, დამტკიცებული სასწავლო ცხრილის ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნული არ ვრცელდება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის  ინტეგრირებული კურიკულუმით გათვალისწინებულ I,  II  და  III სემესტრების სასწავლო მოდულებზე; მოდულების სწავლება  თითოეულ ჯგუფთან განხორციელდება სასწავლო ცხრილში მითითებული კვირების მიხედვით, დადგენილი  რეკომენდაციების განუხრელი დაცვით.

კლინიკურ სასწავლო კურსებში ლექციები და კურაციული/პრაქტიკული მეცადინეობები  ჩატარდება შესაბამის კლინიკურ ბაზაზე, დადგენილი რეკომენდაციების განუხრელი დაცვით; ამ  უკანასკნელი პირობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამის დეკანატთან შეთანხმებით, ლექციები შესაძლოა ჩატარდეს ონლაინ-ფორმატში და ამის შესახებ გეცნობებათ დამატებით.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სტუდენტები  დაიშვებიან, ტრადიციულ ფორმასთან ერთად,   მხოლოდ   სამედიცინო   ნიღბით.