სწავლის გადასახადის თანადაფინანსების შესაძლებლობა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  საფუძველზე, თსსუ-ში ჩარიცხულ და მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც არიან სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (სამხედრო მოსამსახურე/მეუღლე/შვილი), მიეცემათ სწავლის გადასახადის თანადაფინანსების შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან.

დაფინანსების მოპოვების მიზნით, ასეთმა სტუდენტებმა  14 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.