სტუდენტური კონფერენცია ონკოლოგიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,   ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით 2014 წლის 15 მაისს თსსუ-ის  ადმინისტრაციულi კორპუსის სადისერტაციო დარბაზში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია ონკოლოგიაში.

კონფერენცია საზეიმოდ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც სტუდენტური კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები სტუდენტების პროფესიული განვითარებისათვის. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს, სხvადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ღონისძიებაში და  ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტს მხარდაჭერისათვის.

აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: პროფესორმა რემა ღვამიჩავამ, პროფესორმა მიხეილ  შავდიამ, პროფესორმა დავით თაბაგარმა, რომელიც კლინიკა „მედულას“ დამფუძნებელია და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა მიხეილ ჯანჯღავამ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ძალიან საინტერესო და კვალიფიციურად მომზადებული იყო:“სიმსივნის ეპიგენეტიკა მექანიზმიდან თერაპიამდე" (კახა ბრეგვაძე (თსსუ)  ხელმძღვანელი პროფ. ელიკო აბზიანიძე, პროფ. ეკა კვარაცხელია, თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი),  „კიბო  და  ფსიქოლოგიური  ფაქტორები“  (თათია მელიქიძე (თსსუ) თამთა კუჭუხიძე (თსსუ),ანა ქირია (თსუ). ხელმძღვანელი პროფ. რემა ღვამიჩავა, თსსუ-ის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის  დეპარტამენტი), ,,სიმსივნის იმუნოთერაპია'' (გოჩა ცისკაძე (თსუ) და ნათია ბერიძე (თსუ). ხელმძღვანელი: პროფ.თამარ რუხაძე, თსუ-ის ონკოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტი), “სარძევე ჯირკვლის კიბო” (ნანა გელენიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხელმძღვანელი: პროფ. მაგული ჩხობაძე, (აწსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი),   პროფ. თამრიკო ვალიშვილი (აწსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტი), "მამოგრაფიის როლი ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში" (თამარ თაქთაქიშვილი (თსსუ). ხელმძღვანელი: დესი ბიბილეიშვილი - ექიმი-რადიოლოგი), "მწვავე მიელოიდური ლეიკემიის ეპიგენეტიკური მექანიზმები" (რუსუდან მამუჭაძე (თსსუ), რუსუდან გოლეთიანი (თსსუ), ნანი კვარაცხელია (თსსუ), მარიამ გველესიანი (თსსუ). ხელმძღვანელი: პროფ. ელენე აბზიანიძე, პროფ. ეკა კვარაცხელია (თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი),"საშვილოსნოს ყელის კიბო" მარიამ აბისონაშვილი (თსსუ), ნინო ტუკვაძე (თსსუ). ხელმძღვნელი: პროფ.გიორგი დიდავა (თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიისა და ციტოპათოლოგიის დეპარტამენტი),"საშვილოსნოს ყელის კიბო"  (ნინო ვერულაშვილი (აწ სუ) . ხელმძღვანელები: პროფ. თამრიკო ვალიშვილი (აწსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტი). პროფ. მაგული  ჩხობაძე (აწსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი). პროფ. ნათია არაბიძე (აწსუ-ის კლინიკური პათოლოგი),  „ლეიკოპლაკია“ (ქეთევან პურიჭამიაშვილი (თსსუ ) ხელმძღვანელი: პროფ. იოსებ აბესაძე).

პრეზენტაციაზე წარმოდგენილმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თითოეულ მათგანზე მიმდინარეობდა მსჯელობა, კამათი...

გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომები: რუსუდან მამუჭაძის (თსსუ), რუსუდან გოლეთიანის (თსსუ), ნანი კვარაცხელია (თსსუ), მარიამ გველესიანის (თსსუ) ნაშრომი – "მწვავე მიელოიდური ლეიკემიის ეპიგენეტიკური მექანიზმები", ხელმძღვანელი: პროფ. ელენე აბზიანიძე, პროფ. ეკა კვარაცხელია (თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი) და  კახა ბრეგვაძის (თსსუ) ნაშრომი  “სიმსივნის ეპიგენეტიკა მექანიზმიდან თერაპიამდე"  ხელმძღვანელი პროფ. ელიკო აბზიანიძე, პროფ. ეკა კვარაცხელია (თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი).

ავტორებს  საჩუქრად გადაეცათ ონკოლოგიის სახელმძღვანელოები, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება კლინიკურ ონკოლოგთა საქართველოს საზოგადოების ყოველწლიურ სამეცნიერო  კრებულში.

კონფერენციაში წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება ივ.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ყოველწლიურ შემაჯამებელ ნაშრომთა კრებულში.

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი,   რის შემდეგაც კონფერენცია არაფორმალურ გარემოში მცირე ფურშეტით დასრულდა.