თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!

„სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესში“ თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს #23/13 დადგენილებით შეტანილ ცვლილებას (რომელიც შეეხება სტუდენტთა ადმინისტრაციულ რეგისტრაციას), როგორც ჩანს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების გარკვეული ნაწილი დროულად ვერ გაეცნო, რის გამოც, თსსუ-ის ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტების  საერთო რაოდენობის დაახლოებით 6%-მა დადგენილ ვადაში ვერ გაიარა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ამოქმედდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის პროგრამა, რომელზეც რეგისტრაცია დაიწყო 2020 წლის 25 სექტემბერს და გრძელდება პირველ ნოემბრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაციის ვადის ცვლილების შესაძლებლობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განიხილავს მომავალ კვირაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური