თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

2014 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა დაქვემდებარებული უწყება, მათ შორის საჯარო სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წარადგინა საკუთარი მიღწევები სწავლების მეთოდოლოგიასა და თანამედროვე, მაღალი დონის საშუალებების გამოყენებაში. თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი პროფესორი კახაბერ ჭელიძე, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის   ტექნიკური მენეჯერი აკაკი სეფაშვილი, მთავარი სპეციალისტი დალი ჩიტაიშვილი, უფროსი სპეციალისტი ხათუნა ლომოური, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის თანამშრომელი ბიძინა მუსაშვილი, ასისტენტი ზაზა მამულაშვილი დაწვრილებით უხსნიდნენ დაინტერესებულ დამთვალიერებლებს, როგორ ხდება სწავლება სიმულატორების საშუალებით სამედიცინო უნივერსიტეტში, რა პათოლოგიების ჩვენებაა შესაძლებელი სიმულატორებზე, როგორ უნდა აღმოუჩინო პირველადი დახმარება, როგორ იბადება ბავშვი და სხვა... 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შვილთან ერთად ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ  მოწყობილ კარავს, გულდასმით უსმენდა თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. მინისტრი კმაყოფილი დარჩა თსსუ–ის წარდგენილი თვალსჩინო მასალითა და იმ გეგმებით, რომელზეც რექტორთან  კიდევ ერთხელ ისაუბრა...

თსსუ–ის კუთხემ ზეიმზე მოსული მოქალაქეების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

     

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ინფორმაციას განათლების მიმართულებით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტზე. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები, ბუკლეტები, თვალსაჩინოებები და პრეზენტაციები...

თავისუფლების მოდანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ოჯახთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა.

ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროების მიერ სპეციალურად მოწყობილ კარვებში საინფორმაციო კუთხეებსა და გასართობ პროგრამებს გაეცნო. პრემიერი ქუჩაში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.