საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს გამოკლებული  წევრის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  საბჭოს 2020 წლის  29 სექტემბრის  სხდომის #3  საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020   წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა წარმომადგენლობითი საბჭოს  გამოკლებული წევრის არჩევნები. 

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ. 

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 30 სექტემბერს და დასრულდება  2020 წლის 09 ოქტომბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე,  12:00  საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.   

მის. ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი  208,  ტელ.: 2 542443