მორიგი საქველმოქმედო აქცია “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” დედოფლისწყაროს რაიონში

2014 წლის 1ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედოფლისწყაროს რაიონში ჩატარდა მორიგი საქველმოქმედო აქცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას – “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს  სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებმა.   მათ   სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს 140-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან.

ბავშვებმა და მათმა მშობლებმა კონსულტაცია მიიღეს მაღალპროფესიონალი ექიმებისგან თენგიზ ბახტაძისგან (ქირურგი), თამაზ გაბუნიასგან (ტრავმატოლოგი), ნანა გელაძისგან (ნევროლოგი), ნანა ხაჭაპურიძისგან (ნევროლოგი), მარინა გაგოშიძისგან (პედიატრი), ქეთევან გოგბერაშვილისგან (პედიატრი), რუსუდან იოსელიანისგან (პედიატრი), ქეთევან მაყაშვილისგან (პედიატრი), მაია ფხალაძისგან (ენდოკრინოლოგი), ნინო ჯანყარაშვილისგან (ენდოკრინოლოგი), ლუიზა ცომაიასგან (ოფთალმოლოგი), ირინა კეკელიძისგან (ოტორინოლარინგოლოგი), გელა იმერლიშვილისგან (ყბა–სახის ქირურგი), დავით კობახიძისგან (ყბა–სახის ქირურგი).

საგანგებოდ აღინუსხა განსაკუთრებული შემთხვევები შემდგომი რეაგირებისათვის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება საჭირო ღონისძიებები.  

აქციაში მონაწილე ბავშვების მშობლები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდნენ ექიმების მიმართ და აღნიშნავდნენ თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქველმოქმედო აქციას მათი შვილებისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში  მსგავსი აქციების ჩატარება საქართველოს სხვა რეგიონებშიც  იგეგმება.