განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

2020 წლის 25 ოქტომბერს, ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მას დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:  shorturl.at/CGR69

რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დაინტერესებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

• სტიპენდიები

• გრანტები

• საზაფხულო სკოლები

• პროფესიული სწავლება

• საბაკალავრო პროგრამები

• სამაგისტრო პროგრამები

• სადოქტორო პროგრამები

• სტაჟირება საზღვარგარეთ

• მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)

ჩატარების თარიღი და დრო: 2020წლის 25 ოქტომბერი; 12:00-დან 16:00-საათამდე.

დროის ამ მონაკვეთში, ნებისმიერ დროს დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოუერთდნენ აღნიშნულ ღონისძიებას.  

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:  https://bit.ly/1Mv85Ik