ცხადდება კონკურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-ს მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტის “SDG Global Leader JFY (2021-2023)” ფარგლებში გათვალისწინებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მომზადება, რაც გულისხმობს იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლას.
JICA-ს საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2020 წელი.
განაცხადის წარდგენის ვადების, შეთავაზებული პროგრამისა და საკონტაქტო პირის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.