მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია “ფიზიკა მედიცინაში”

2014 წლის  6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია “ფიზიკა მედიცინაში”.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხა I–V კურსის 32–მა სტუდენტმა და რეზიდენტმა. თემატიკა უაღრესად აქტუალური იყო, რადგან ტექნოლოგიების წინსვლის ეპოქაში სწორედ ფიზიკას აქვს პრიორიტეტი, მაქსიმალურად დახვეწოს სამედიცინო აპარატურა და შესაბამისად, სწრაფი და ეფექტური შედეგის მიღება გაუადვილოს მედიკოსებს.

კონფერნციის დასასრულს სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორმა დავით ცხომელიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო ფიზიკის კონფერენცია ყოველთვის გამოირჩეოდა მომზადების მაღალი დონით და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და მომხსენებლებს. კონფერენციას ესწრებოდნენ თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები.