2014 წლის 30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ჩატარდა ევროპის ათეროსკლეროზის ასოციაციის 82–ე კონგრესი. კონგრესზე გაემგზავრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროპედევტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები: ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ თაბუკაშვილი, ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე, ასისტენტ–პროფესორები: ნინო გეგეშიძე და ხათუნა ჭაავა, ლაბორანტი თამარ ლაზაშვილი. მათ წარადგინეს სასტენდო მოხსენება „როსუვასტატინის ეფექტურობა ათეროსკლეროზის მკურნალობაში“. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია კონგრესის მონაწილეებს შორის.
![]() |
![]() |
როგორც პროფესორი რევაზ თაბუკაშვილი აღნიშნავს, ევროპის ათეროსკლეროზის ასოციაციის 82–ე კონგრესი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართველი მეცნიერებისთვის: „ჩვენ გავეცანით ათეროსკლეროზის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალ, თანამედროვე ასპექტებს, რასაც მომავალში ჩვენს კლინიკაში დავნერგავთ“.